დაშვების მართვის და კონტროლის სისტემა წარმოადგენს აპარატურულ-პროგრამულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს დაშვების კონტროლის ავტომატურ მუშაობას, ასევე თანამშრომელთა სამუშაო დროის დაანგარიშებას. მისი გამოყენება შეიძლება ობიექტების ფართო სპექტრზე, მცირე ზომის ოფისიდან დაწყებული, მსხვილი საწარმოთი დასრულებული.

დაშვების კონტროლის სისტემა საშუალებას იძლავა გაკონტროლდეს შემდეგი

 

  1. სისტემის მეხსიერებაში დარეგისტრირებული საშვების მეშვეობით შემსრულებელი აპარატურის გახსნა/გაღება.

2.სისტემის მეხსიერებაში დაურეგისტრირებელი ან შეზღუდული დაშვების მქონე საშვების მეშვეობით ზონაში შეღწევის მცდელობისას შემსრულებელი აპარატურის ჩაკეტვა.

3.• შესვლის ფაქტის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში გადატვირთვის სიგნალის ავტომატური ფორმირება შემსრულებელ აპარატურაზე.

4.• დაშვების წერტილებში შემსრულებელი აპარატურის მართვის შესაძლებლობა ოპერატორების მიერ.

5.• ტექნიკური გაუმართაობის, ხანძრის, ავარიის შემთხვევაში შემსრულებელი აპარატურის მექანიკური, ნახევრად მექანიკური და ავტომატური გაღების ფუნქციონალი.

6.• საგანგებო სიტუაციის და ავარიის შემთხვევაში თავისუფალი დაშვების რეჟიმის გაშვების შესაძლებლობა კონტროლის ადგილიდან, ოპერატორის მიერ.

7.• ავარიული გაღების არასანქცირებული შეღწევის მიზნით გამოყენების შემთხვევაში განგაშის სიგნალის.

8.• დაშვების პროტოკოლის ავტომატური მართვა.

9.• სამუშაო დროისა და დისციპლინური გადაცდომების შესახებ ანგარიშის ავტომატური ფორმირება.

10.• გასვლის დისციპლინის ავტომატრუი დაცვა, მეორეჯერ გასვლის გლობალური აკრძალვით.

11.• სისტემაში სხვადასხვა ტიპის საშვების გამოყენება (მუდმივი საშვი თანამშრომლებისთვის, დროებითი/ერთჯერადი საშვი სტუმრებისთის).

12.• დაშვების უფლებების ცვლილების შესაძლებლობა როგორც ცალკეული ისე საშვების ჯგუფებისთვის.

13.• კონტროლერების ფუნქციონირება იმ შემთხვევაშიც კი როდესაც დაკარგულია კავშირი სერვერთან.

14.არსებობს სხვადასხვა კონფიგურაციის მქონე დაშვების სისტემების: ყველაზე მარტივია ერთ კარებზე არსებული დაშვების სისტემა, ხოლო ყველაზე რთული სისტემები გულისხმობს მსხვილ საწარმოებში, ქარხნებში, ბანკებში და ა.შ. დაშვების სისტემის მოწყობას.